ალუბლები

  • საბალეტო სტუდია

    "ალუბლების" ხელოვნების სკოლაში ფუნქციონირება დაიწყო ირმა ნიორაძის საბავშვო საბალეტო სტუდიამ. სტუდიას უძღვება პატარებთან ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი, ქ-ნ ირმა ნიორაძის ოჯახის წევრი, ამ სკოლა სტუდიის დირექტორი, ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის მსახიობი ქ-ნი მეკო კვაჭანტირაძე.



    რატომ უნდა ვატაროთ ბავშვი ბალეტზე ?!

    გარდა იმისა, რომ ბალეტი ხელს უწყობს არისტოკრატული მანერების ჩამოყალიბებას, იგი აუმჯობესებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას: არეგულირებს სისხლის მომოქცევას, არის სწორად სუნთქვის საუკეთესო თერაპია, აფერხებს ოსტეოქონდროზის ჩამოყალიბებას და შესაბამისად აღმოფხვრის ბრტყელტერფიანობის პრობლემას. მომავალ დედებს საკმაოდ რთული გზის გავლა უხდებათ და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ბალეტი პატარა ქალბატონებს ამ გზასაც უმარტივებს.

    და ბოლოს ბალეტი არის ყველაზე დახვეწილი მიმდინარეობა გემოვნებიანი მუსიკის თანხლებით.


    ბავშვები მიიღებიან 3 წლიდან 10 წლამდე. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ. სავარჯიშოდ საჭირო ტანსაცმელი და ნივთები: ცეკვის ჩუსტები, ელასტიკები ან ტულის იუბკა „პაჩკა“, კოლგოტი, მაისური „ბოდე“, ძირს სავარჯიშოდ დასაფენი ხალიჩა „პედი“