ალუბლები

  • კონცეფცია

    ძვირფასო მშობლებო,

    ჩვენი კონცეფცია შემუშავდა მრავალწლიანი გამოცდილებების საფუძველზე. ამ გამოცდილებების შედეგად კვლავ გრძელდება კონცეფციის განვითარება და საზოგადოების შეხედულებების ცვლილებასთან ერთად ისიც მუდმივად ვითარდება და იცვლება. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ განვითარების უწყვეტ პროცესს.

    ჩვენ გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ და ერთად ვიზრუნოთ ბავშვების აღზრდაზე. ჩვენ ვართ საიმედო და სამართლიანი პარტნიორები თქვენთვის და თქვენი ბავშვებისათვის. მშობლების და ბავშვების კმაყოფილება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.ბავშვები და მშობლები გვენდობიან ჩვენ!

    ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ზრუნავს ბავშვების აღზრდაზე, მოტივირებული და კომპეტენტური პერსონალით,ინოვაციური იდეებითა და შემოთავაზებებით, რომლებიც მორგებულია ბავშვებზე და მათ სურვილებზე.

    ჩვენი დაწესებულება გთავაზობთ თქვენ და თქვენს ბავშვს მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს, ჯანმრთელ საკვებს, შესაფერის სასწავლო სემინარებსა და სასწავლო ოთახებს, პატარ ჯგუფებს, რომლებიც დაკომპლექტებულია თანატოლებისა და შერეული ასაკის ბავშვებით, განათლების მაღალ დონეს, რომელსაც კიდევ უფრო აღრმავებს ინოვაციური პროექტები და კომპეტენტური პედაგოგების გუნდი. ჩვენი დაწესებულების დევიზია:“....რადგან ხარისხი ჩვენთან შემთხვევითი არ არის“.


    ჩვენი კონცეფციის სამართებლივი ნორმები

    ადრეული ბავშვობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზაა ბავშვების განვითარების პროცესში.აქედან გამომდინარე შემუშავდა კანონებისა და ნორმების ერთობლიობა, რომელიც გვეხმარება ჩვენი გეგმის განხორციელებაში. ეს არ არის მხოლოდ სასკოლო სასწავლო გეგმა, ეს არის ახალი კრიტერიუმების შესაბამისი პედაგოგიური მუშაობა.

    ადრეული სწავლების დიდი მნიშვნელობის გამო,  ახალმა თაობამ ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში უნდა მიიღოს ოპტიმალური განათლება. ჩვენი გეგმის ცენტრალურ მიზანს წარმოადგენს ბავშვების გაძლიერება, ბავშვური ავტონომია  და სოციალური თანაპასუხისმგებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებს ხელი შევუწყოთ იმ კომპეტენციების შეძენაში, რომლებიც შემდგომში დაეხმარება მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად ისწავლონ და მიიღონ ახალი ცოდნა.

    ჩვენი ბაღის 5 დევიზი შემდეგნაირად ჟღერს:

    1. ხელშეწყობა ყველას

    • • ჩვენ ვიღებთ ყველა ეროვნების ბავშვებს.
    • • ჩვენ  ვზრუნავთ დაუცველ ბავშვებზე.

    2. ღია სიახლეებისადმი

    • • ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმოსახვითი და კრეატიული იდეები.
    • • ჩვენ ბავშვებთან ერთად ვანვითარებთ საინტერესო პროექტებს.
    • • ჩვენ პატივს ვცემთ ბავშვების შემოქმედებითობას.

    3. ბავშვების აქტიური თანამონაწილეობა

    • • ჩვენ გვაინტერესებს ბავშვებს აზრები და იდეები.
    • • ბავშვები ჩვენთან ერთად არიან ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
    • • ჩვენ ნებას ვრთავთ ბავშვებს დაგვეხმარონ.

    4. ერთმანეთისადმი პატივისცემით მოპყრობა

    • • ჩვენ სხვების მიმართ ყურადღების გამოჩენით ვასწავლით ბავშვებს ერთმანეთის და სხვა ადამიანების დაფასებას.
    • • ჩვენ ვქმნით ბუნებაში სივრცეს, სადაც ბავშვები სწავლობენ გარემოს და მის დაცვას.

    5. ადეკვატური მოქმედება

    • • ჩვენ ღიად  ვიღებთ კრიტიკისა და გაუმჯობესების წინადადებებს.
    • • ჩვენ მუდმივად ვვითარდებით.

    ჩვენთვის, ბავშვებთან ურთიერთობაში იგულისხმება შემდეგი:

    1. ბავშვების დამოუკიდებელ პიროვნებებად მიღება: იმისათვის, რომ მოგვიანებით უკვე ზრდასრულ ასაკში ბავშვები დამოუკიდებელნი და პასუხისმგებლიანნი იყვნენ, საჭიროა რომ ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვასწავლოთ მათ თუ რა არის პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომაც ჩვენ მათ ყველა სურვილსა და საქციელს ვეკიდებით სერიოზულად, მათ არგუმენტებს ვითვალისწინებთ და მათი თანამონაწილეობით ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

    2. ბავშვების აღიარება როგორც "მთელი": ჩვენ ვაღიარებთ ბავშვებს , როგორც დამოუკიდებელ ინდივიდებს და ვქმნით მათთვის ტოლერანტულ გარემოს. ყოველი ბავშვი მისი საკუთარი ინდივიდუალურობით ფასდება.

    3. ბავშვებთან ერთად ცხოვრება: ბავშვებს სჭირდებათ მოზარდები, რომლებთან ერთადაც ისინი იცხოვრებენ და ისწავლიან . ჩვენი პედაგოგიური მუშაობისათვის მნიშვნელოვანია ბავშვებთან ერთად დროის გარეთ გატარება. სწორედ ამიტომ ჩვენ მათთან ერთად დავდივართ ქალაქში საინტერესო ღონისძიებებზე. ჩვენ ყოველთვის არ გვაქვს მათ კითხვებზე პასუხი და ამიტომაც ვცდილობთ მათთან ერთად ვიპოვოთ ის.

    4. ბავშვებისადმი დროის გამოყოფა: ბავშვები, ჩვენგან-დიდებისგან განსხვავებით დროს უფრო თავისუფლად ატარებენ. ისინი დიდ დროს უთმობენ ჭამას, კბილების გამოხეხვას, ჩაცმასა და გახდას, ან კიდევ გარემოს დათვალიერებას.ბავშვებს სჭირდებათ დრო, სიწყნარე, რათა საკუთარი გამოცდილებები  შეაგროვონ და მათი მეშვეობით ისწავლონ რაღაც ახალი, ამიტომაც ჩვენ მათ უნდა მივცეთ ეს დრო. ჩვენ ასევე უნდა შევცვალოთ ჩვენი გეგმა, როდესაც ვხედავთ რომ ბავშვებს დროის სხვა მიმართულებით გამოყენება სურთ.

    5. მრავალფეროვანი კონტაქტი შერეული ასაკის ჯგუფებში: შერეული ასაკის ჯგუფებში ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლიან ჯგუფს. იქმნება სტაბილური გარემო , განსაკუთრებით დედისერთა ბავშვებს აქვთ საშუალება შერეული ასაკის ჯუფებში (3-6 წელი) მიიღონ გამოცდილება და-ძმური ურთიერთობების. ასეთი ტიპის  ჯგუფებში ისინი  კონტაქტს ამყარებენ სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან, პატარები სწავლობენ უფროსი ასაკის ბავშვებისგან.ყოველდღიური ურთიერთობა დიდ ბავშვებთან მათ უნვითარებთ სხვადასვა უნარებს, ამავე დროს ბავშვები უმეგობრდებიან ერთმანეთს და კონფლიქუტრ სიტუაციებსაც საკუთარი ქმედებებით აგვარებენ. ბავშვები აგროვებენ გამოცდილებებს, ვითარდებიან და სკოლაში შესვლის წინ, ისინი უკვე თავდაჯერებულნი არიან.