ალუბლები

  • მოსამზადებელი ჯგუფები

    ერთად ვიზრუნოთ ბავშვების აღზრდაზე. ჩვენ ვართ საიმედო და სამართლიანი პარტნიორები თქვენთვის და თქვენი ბავშვებისათვის. მშობლების და ბავშვების კმაყოფილება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ბავშვები და მშობლები გვენდობიან ჩვენ!

    ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ზრუნავს ბავშვების აღზრდაზე, მოტივირებული და კომპეტენტური პერსონალით,ინოვაციური იდეებითა და შემოთავაზებებით, რომლებიც მორგებულია ბავშვებზე და მათ სურვილებზე. სხვადასხვა მასლებითა და ღია კითხვებით ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ სტიმულს კვლავ გააგრძელონ მათი კვლევა. ჩვენთან ყველა ბავშვს აქვს საშუალება თავად გამოიკვლიონ სამყარო. საპროექტო თემების არჩევისას ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა სფეროებს, როგორებიცაა: ენა, მათემატიკა, მეცნიერება, გარემო, ესთეტიკა და ხელოვნება, მუსიკა, მოძრაობა და ჯანმრთელობა, ემოციურობა, ღირებულებებზე ორიენტირება



    21 საუკუნეში მსოფლიო გლობალური მოვლენები თანამედროვე ტექნოლოგიებით სწრაფად ვრცელდება, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ ზღვა ინფორმაცია უმოკლეს დროში. ამიტომ ადამიანის შესაძლებლობები საჭიროებს ადეკვატურ უნარებს. ამ უნარების ფორმულირება ხდება ბავშვობაში. თუ აქამდე საკმარისი იყო ცოდნა,განათლება,ეხლა ადამიანს მოეთხოვება ადაპტირება გარე სამყაროსთან, სწრაფი აზროვნება,ლოგიკური მსჯელობა, მყარი არგუმეტირებული დასკვნები, აზრის ლაკონიური ჩამოყალიბება. ორიენტირება საქმეში,საზოგადოებაში,სახელმწიფო სტრუქტურებში ჯანსაღი მონაწილეობა,ალღო ბიზნესში,მაღალი პროფესიონალიზმი.

    ამ უნარების განსავითარებლად ჩვენი ცენტრი ნერგავს დასავლურ ნოვაციურ მეთოდებს და გთავაზობთ სასწავლო პროგრამის ფართო სპექტრს.

    მოსამზადებელი ჯგუფები გულისხმობს დღეში 5 საათიან მომსახურებას + სადილი + უცხოენები.

    სკოლამდელი ჯგუფები - 5 დან 7 წლამდე (სასკოლო მზაობა, წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარება, შემეცნება).

    1-4 კლასის ჩათვლით, სკოლის გაკვეთილების მომზადება ცხრილის მიხედვით.

    ღირებულება – 300 ლარი.