ალუბლები

  • ინტელექტუალური კლუბი


    ადრეული ბავშვობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზაა ბავშვების განვითარების პროცესში.აქედან გამომდინარე შემუშავდა კანონებისა და ნორმების ერთობლიობა, რომელიც გვეხმარება ჩვენი გეგმის განხორციელებაში. ეს არ არის მხოლოდ სასკოლო სასწავლო გეგმა, ეს არის ახალი კრიტერიუმების შესაბამისი პედაგოგიური მუშაობა. ადრეული სწავლების დიდი მნიშვნელობის გამო,  ახალმა თაობამ ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში უნდა მიიღოს ოპტიმალური განათლება. ჩვენი გეგმის ცენტრალურ მიზანს წარმოადგენს ბავშვების გაძლიერება, ბავშვური ავტონომია  და სოციალური თანაპასუხისმგებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებს ხელი შევუწყოთ იმ კომპეტენციების შეძენაში, რომლებიც შემდგომში დაეხმარება მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად ისწავლონ და მიიღონ ახალი ცოდნა.

    ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ზრუნავს ბავშვების აღზრდაზე, მოტივირებული და კომპეტენტური პერსონალით, ინოვაციური იდეებითა და შემოთავაზებებით, რომლებიც მორგებულია ბავშვებზე და მათ სურვილებზე. სხვადასხვა მასლებითა და ღია კითხვებით ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ სტიმულს კვლავ გააგრძელონ მათი კვლევა. ჩვენთან ყველა ბავშვს აქვს საშუალება თავად გამოიკვლიონ სამყარო. საპროექტო თემების არჩევისას ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა სფეროებს, როგორებიცაა: ენა, მათემატიკა, მეცნიერება, გარემო, ესთეტიკა და ხელოვნება, მუსიკა, მოძრაობა და ჯანმრთელობა, ემოციურობა, ღირებულებებზე ორიენტირება

    21 საუკუნეში მსოფლიო გლობალური მოვლენები თანამედროვე ტექნოლოგიებით სწრაფად ვრცელდება, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ ზღვა ინფორმაცია უმოკლეს დროში. ამიტომ ადამიანის შესაძლებლობები საჭიროებს ადეკვატურ უნარებს.ამ უნარების ფორმულირება ხდება ბავშვობაში. თუ აქამდე საკმარისი იყო ცოდნა,განათლება,ეხლა ადამიანს მოეთხოვება ადაპტირება გარე სამყაროსთან, სწრაფი აზროვნება,ლოგიკური მსჯელობა, მყარი არგუმეტირებული დასკვნები, აზრის ლაკონიური ჩამოყალიბება. ორიენტირება საქმეში,საზოგადოებაში,სახელმწიფო სტრუქტურებში ჯანსაღი მონაწილეობა,ალღო ბიზნესში,მაღალი პროფესიონალიზმი. ამ უნარების განსავითარებლად ჩვენი ცენტრი ნერგავს დასავლურ ნოვაციურ მეთოდებს და გთავაზობთ სასწავლო პროგრამის ფართო სპექტრს.

    განათლება და აღზრდა ოჯახიდან იწყება. ოჯახი არის პირველი, ყოვლისმომცველი და ძლიერი განათლების ადგილი ბავშვებისათვის. მშობლები  პასუხისმგებელნი არიან ბავშვის განათლებასა და აღზრდაზე. საბავშვო ბაღები, სასწავლო ცენტრი და მშობლები წარმოადგენენ პარტნიორებს, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას ბავშვზე.  პედაგოგიური პერსონალი იღებს ვალდებულებას, შექმნას შესაფერისი სასწავლო გარემო, რათა ბავშვებმა საბაზისო კომპეტენციები შეიძინონ და შემდგომში განავითარონ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვებმა ჩვენთან ისევე მყუდროდ იგრძნონ თავი, როგორც საკუთარ ოჯახებში. ბავშვები და მშობლები გვენდობიან ჩვენ!

    ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ზრუნავს ბავშვების აღზრდაზე, მოტივირებული და კომპეტენტური პერსონალით, ინოვაციური იდეებითა და შემოთავაზებებით, რომლებიც მორგებულია ბავშვებზე და მათ სურვილებზე.


    ჭადრაკის კლუბი


    რაში ეხმარება ბავშვს ჭადრაკი?

    ადამიანის საზრიანობა ყველაზე მეტად ჭადრაკის თამაშში ვლინდება. პირველ რიგში ანვითარებს ლოგიკურ უნარებს, ინტელექტის კოეფიციენტს 15-25%-ით ამაღლებს და ააქტიურებს უმაღლესი მათემატიკის, გეომეტრიისა და უცხო ენების შესწავლის ნიჭს.

    • • ჭადრაკი წესების დაცვას ასწავლის
    • • ადამიანი ბავშვობიდან უნდა შეეჩვიოს ღირსეულად წაგებას, წესების დაცვას, სხვისი მოქმედების წინასწარ გათვლას
    • • ჭადრაკი ბავშვში ინტელექტუალური შრომისადმი ინტერსს აღძრავს. აიძულებს, ჯერ დაფიქრდეს, შემდეგ იმოქმედოს. ეს სასარგებლო უნარია, რადგან ბავშვების უმრავლესობა, როგორც წესი, პირიქით იქცევა
    • • ასწავლის თავიანთი შთაგონების კარგად მართვას, მათემატიკური მეცნიერებების შესწავლას