ალუბლები

  • საბავშვო ბაღი

    საგანმანათლებლო ცენტრი „ალუბლები“ დაფუძნებულია საქართველოში, ქართულ -ევროპულ მეთოდებზე. კერძოდ ცენტრის ადმინისტრაცია თანამშრომლობს პარტნიორ ცენტრთან გერმანიაში.

    ბავშვთა აღზრდისა და განვითარების ცენტრი „bürgerhilfe ingolstadt KiTa GmbH“ ჩამოყალიბდა ბაიერნში 43 წლის წინ.მისი დამოუკიდებელი კონცეფცია, კარგად აპრობირებულია და მორგებულია ბავშვის ფსიქოლოგიაზე. საზოგადოების შეხედულებების ცვლილებასთან ერთად ისიც მუდმივად ვითარდება და იცვლება. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ განვითარების უწყვეტ პროცესს.



    ჩვენ გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ და ერთად ვიზრუნოთ ბავშვების აღზრდაზე. ჩვენ ვართ საიმედო და სამართლიანი პარტნიორები თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის. თქვენი კმაყოფილება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვები და მშობლები გვენდობიან ჩვენ! ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ზრუნავს ბავშვების აღზრდაზე, მოტივირებული და კომპეტენტური პერსონალით , ინოვაციური იდეებითა და შემოთავაზებებით, რომლებიც მორგებულია ბავშვებზე და მათ სურვილებზე. სწორად შერჩეული სააღმზრდელო მეთოდი ანვითარებს ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ მონაცემებს, რათა შემდგომში ბავშვმა ადვილად შეძლოს , გადალხოს ცხოვრებისეული დაბრკოლებები, იყოს მზად ყველა სიახლისთვის და აქტიურად ჩაერთოს ამ სიახლეებში.პიროვნული ღირსებებით და მოქნილი მოქმედებებით დაამყაროს ურთიერთობები საზოგადოებასთან , იყოს ამაყი და ლაღი ცხოვრების გზაზე. ბავშვებისათვის შექმნილია საუკეთესო გარემო.


    • • ბაღი მუშაობს დილის 8:30 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით; მთელი წლის განმავლობაში, ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით
    • • დასვენების დღეები: მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებული უქმეები
    • • კვალიფიციური პედაგოგები და აღმზრდელები. სწორად შერჩეული, ევროპულ მეთოდებზე დაფუძნებული სააღმზრდელო პროგრამა
    • • ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი შერეული ჯგუფები
    • • სამჯერადი სრულფასოვანი კვება. საკვები მზადდება ადგილზე, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი, სერთიფიცირებული პროდუქტებით
    • • დიეტოლოგის მიერ შერჩეული კვების რაციონი, საჭირო და აუცლებელი კალორია, ჯანსაღი კვებისათვის
    • • ლამაზი, ნათელი ოთახები უამრავი სათამაშო და სასწავლო აქსესუარებით, თავისი სველი წერტილებითა და საძინებლებით.
    • • უამრავი შემეცნებითი წიგნებისგან შემდგარი ბიბლიოთეკა.
    • • უსაფრთხო ეზო, ხელოვნური ბალახის საფარით და ქვიშის სათამაშო უჯრედით, სამეცადინო კუთხით.
    • • უცხოენების გაკვეთილები, საინტერესო თემები, ღია გაკვეთილები განვლილი მასალის წარმოსაჩენად, თოჯინების თეატრი, ხელოვნების, ჭადრაკის, ვოკალის გაკვეთილები. ქორეოგრაფია, საბავშვო სპექტაკლები, კონცერტები, ექსკურსიები, კულტურული ღონისძიებები
    • • ბაღში მუშაობს ფსიქოლოგი, ლოგოპედი
    • • სადღეღამისო ვიდეო კონტროლი
    • • ცენტრში არსებულ სხვა აქტივობებზე სპეციალური ფასი ბაღის აღსარდელებისათვის