ალუბლები

  • ცნობარი

    სამუშაო საათები: დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით. შაბათს 9:30 დან 16:30 საათის ჩათვლით.

    დასვენების დღეები: მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებული სამოქალაქო და რელიგიური დღესასწაულები.


    თქვენი შვილებისთვის საუკეთესო გარემო, კვალიფიციური პედაგოგები და აღმზრდელები.

    საბავშვო ბაღი მუშაობს ევროპულ მეთოდებზე დაფუძნებული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამით. დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილებით. მეტყველება, პლასტიკა, ვოკალი, ხატვა, ძერწვა, ხელსაქმე.

    ბაღში ფუნქციონირებს რუსული და ინგლისური ჯგუფები.

    სამჯერადი სრულფასოვანი კვება + ხილ-ბოსტნეულის ულუფა. მნიშვნელოვანია, რომ თითო კვება შედგება 2 ულუფისაგან.

    ბაღში მუშაობს ექიმი, ფსიქოლოგი (საჭიროების შემთხვევაში), ლოგოპედი - კვირაში ორჯერ, ინდივიდუალურად 3.5 წლიდან.

    მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი დღე ღამის განმავლობაში.


    საბავშვო ბაღში რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა:

    • • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
    • • ბავშვის ფოტოსურათი ¾ 4 ცალი.
    • • ჯანმრთელობის ცნობა . ფორმა-100.
    • • მშობლების პ/მ ასლები.
    • • მშობლების ცნობები სამსახურიდან.
    • • ანკეტა.
    • • ხელშეკრულება.

    ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის, საჭირო ნივთები:

    • • ქოთანი.
    • • თეთრეული.
    • • ხელის პირსახოცი.
    • • ჰიგიენური პირსახოცი.
    • • საფენები ე.წ. პამპერსი.
    • • სველი ხელსახოცები.
    • • ჭიქა წყლისთვის (რომლის იდენტიფიცირებას შეძლებს ბავშვი).
    • • ოთახის ჩუსტები.
    • • ორი ტრუსი და ორი მაისური გამოსაცვლელად.ზამთარში შესაბამისი ტანსაცმელი.

    ბავშვს სასურველია ჰქონდეს:

    • • ფოტო მარტო ბავშვის, რომელიც მას მოსწონს.
    • • ოჯახური ფოტო საბავშვო დასადებ ჩარჩოში.

    ბავშვების მოყვანა და გაყვანა:

    ადამიანი, რომელიც ანკეტაში არაა დაფიქსირებული, თქვენი  ბავშვის დაცვის მიზნით აუცილებელია, ამ პიროვნებამ წარადგინოს წერილობითი მინდობილობა. ეს მინდობილობა ამ ადამიანმა უნდა წარადგინოს მხოლოდ პირველ ჯერზე ან ბაღში დაფიქსირებული ტელეფონიდან დარეკოს პედაგოგთან და აცნობოს მას ამ პიროვნების ვინაობა სრულად.

    ბავშვის გაყვანა შეეძლებათ მხოლოდ იმ პიროვნებებს, რომლებც არიან 15 წლის ზემოთ.

    გთხოვთ მოიყვანოთ ბავშვი ზუსტ დროს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დროის შეცვლა გსურთ უნდა მოხდეს ჩვენთან წინასწარ შეთანხმება.


    ტანსაცმელი და მოვლის საშუალებები:

    თქვენს ბავშვს მუდამ მოხერხებულად უნდა ეცვას, რადგან ჩვენთან ბევრი აქტივობაა დაგეგმილი. ზაფხულში სასურველია რომ ბავშვს თან ჰქონდეს მზისგან დამცავი კრემი და ქუდი. წვიმიან და თოვლიან ამინდში, სასურველია ბავშვს ჰქონდეს შესაბამისი ფეხსაცმელი ეზოში ჩასაცმელად(იგულისხმება რეზინის ბოტი).

    ოთახის ჩუსტები აუცილებელია ყველა ასაკის ბავშვისათვის. ჩუსტი უნდა იყოს დახურული ტიპის, რომ ფეხიდან არ გასძვრეს.


    ბაღის მუშაობის საათები:

    ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე. შაბათს დილის 9:30 წუთიდან საღამოს 16:30-მდე.


    შუადღის დასვენება:

    იმისათვის, რომ ბავშვებმა შუადღე სიწყნარეში გაატარონ, გთავაზობთ 13:15 საათიდან 14:30 საათამდე მთელ ბაღში იყოს სრული სიწყნარე.


    ავადმყოფობა და მედიკამენტები:

    სხვა ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია: იმ შემთხვევაში თუკი ბავშვი ავადაა, მშობელმა თავი შეიკავოს მისი ბაღში მოყვანისგან. იმისათვის რომ დაავადება არ გადაედოს პერსონალსა და სხვა ბავშვებს , ისეთი ავადმყოფობის შემთხვევაში როგორებიცაა გაციება, ძლიერი ყელის და ყურის ტკივილი, სიცხე, ვირუსული ინფექცია, მოხდეს ბავშვის სახლში მკურნალობა.

    თუკი ბავშვს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს ისეთი გადამდები დაავადებები შეხვდებათ, როგორებიცაა ყბაყურა, წითურა, წითელა, ყივანახელა, ქუნთრუშა, კანისა და თვალის ინფექციური დაავადებები... სასწრაფოდ უნდა ეცნობოს ბაღის ხელმძღვანელობას.

    თუ თქვენს ბავშვს ბაღში მოყვანისას აღენიშნება ავადმყოფობის სიმპტომები, დაუყოვნებლივ ეცნობება ოჯახს, რათა ბავშვი წაიყვანონ სახლში.

    ჩვენი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ბავშვს არ მიეცემა მედიკამენტები პედაგოგების მიერ, რადგან მათ არ აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება, რათა საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა.


    ბაღში ქცევის წესები:

    ბაღის შენობაში აკრძალულია მოწევა.

    გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ შემოსასვლელი ყოველთვის თავისუფალი იყოს.

    დაუშვებელია ბავშვს თან ჰქონდეს: პლანშეტი, მობილური ტელეფონი, ნებისმიერი კომპიუტერული თამაშების სათამაშო აპარატი.

    დაუშვებელია ბავშვს ჰქონდეს საღეჭი რეზინა.

    დაუშვებელია მოიტანოს კამფეტი ან ნებისმიერი ტკბილეული მხოლოდ თავისთვის.


    კვება:

    ცნება "ჯანმრთელი" კვება  გულსხმობს მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების დაბალანსებულ მიღებას. ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების და ვიტამინების გარდა საკვები შეიცავს მინერალებს. აქედან გამომდინარე ჩვენ გთავაზობთ  თქვენი შვილებისათვის ჯანმრთელ საკვებს. ჩვენს მენიუში მრავლადაა ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული პროუქტები, ბურღულეული და ნაკლებად ცხიმიანი ხორცის კერძები. მენიუში აგრეთვე წარმოდგენილია რძის პროდუქტები და თევზი.


    ზედამხედველობის ფუნქციები:

    თქვენი ბავშვის ბაღში ყოფნის განმავლობაში პასუხისმგებლობას ზედამხედველობაზე სრულად იღებს ბაღის პერსონალი. ამასთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია , რომ შეგვატყობინოთ თუ თქვენი ბავშვი რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს ბაღში მოსვლას (მაგალითად ექიმთან ვიზიტი, დაბადების დღის ზეიმი და ა.შ.).


    საგანგებო შემთხვევები:

    საგანგებო შემთხვევებისათვის ჩვენთვის აუცილებელია გვქონდეს თქვენი როგორც სახლის, ასევე სამსახურის ტელეფონი, ისევე როგორც ახლო ნათესავების ნომრები.


    „ალუბლების“ ადმინისტრაცია მადლობას გიხდით გაგებისთვის და თანადგომისთვის !!!