ალუბლები

  • ჩვენ შესახებ

    საგანმანათლებლო ცენტრი „ალუბლები“ დაფუძნებულია საქართველოში, ქართულ -ევროპულ მეთოდებზე. კერძოდ ცენტრის ადმინისტრაცია თანამშრომლობს პარტნიორ ცენტრთან გერმანიაში. „ალუბლები“ შექმნილია ევროპულ მოდელზე და მორგებულია ქართულ რეალობას.


    ბავშვთა აღზრდისა და განვითარების ცენტრი „burgerhilpe ingolstadt KiTa GmbH “ ჩამოყალიბდა ბაიერნში 43 წლის წინ.მისი დამოუკიდებელი კონცეფცია, კარგად აპრობირებულია და მორგებულია ბავშვის ფსიქოლოგიაზე. საზოგადოების შეხედულებების ცვლილებასთან ერთად ისიც მუდმივად ვითარდება და იცვლება. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ განვითარების უწყვეტ პროცესს.


    ჩვენ გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ და ერთად ვიზრუნოთ ბავშვების აღზრდაზე. ჩვენ ვართ საიმედო და სამართლიანი პარტნიორები თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის. თქვენი კმაყოფილება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვები და მშობლები გვენდობიან ჩვენ! ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ზრუნავს ბავშვების აღზრდაზე, მოტივირებული და კომპეტენტური პერსონალით, ინოვაციური იდეებითა და შემოთავაზებებით, რომლებიც მორგებულია ბავშვებზე და მათ სურვილებზე.


    ბავშვებისათვის შექმნილია საუკეთესო გარემო:

    • • კვალიფიციური პედაგოგების გუნდი და მოწვეული პროფესიონალები . ცენტრში მუშაობს ლოგოპედი, ფსიქოლოგი
    • • ასაკობრივი ჯგუფები, ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი შერეული ჯგუფები
    • • ყოველდღიური და ყოველკვირეული სავალდებულო დეზინფექცია.
    • • ლამაზი, ნათელი ოთახები,უამრავი სათამაშო და სასწავლო აქსესუარებით. ინდივიდუალური სველი წერტილებით
    • • უამრავი შემეცნებითი წიგნებისგან შემდგარი ბიბლიოთეკა.
    • • უსაფრთხო, დაცული ეზო,ხელოვნური ბალახის საფარით და ქვიშის სათამაშო უჯრედით, სამეცადინო კუთხით.
    • • უცხოენების გაკვეთილები, საინტერესო თემები, ღია გაკვეთილები განვლილი მასალის წარმოსაჩენად, თოჯინების თეატრი, ხელოვნების, მეტყველების, ჭადრაკის, ვოკალის გაკვეთილები. ქორეოგრაფია, საბავშვო სპექტაკლები, კონცერტები.
    • • ექსკურსიები , კულტურული ღონისძიებები.
    • • სადღეღამისო ვიდეო კონტროლი.
    • • ცენტრში არსებულ სხვა აქტივობებზე სპეციალური ფასი ბაღის აღსარდელებისათვის.

    დამატებითი ფასიანი აქტივობები:

    • • ხელოვნების სკოლა: ხატვა, ფერწერა, გამოყენებითი ხელოვნება.
    • • ბალეტი.
    • • ჭადრაკი.
    • • უცხოენების კლუბი (ინგლისური, რუსული).
    • • მოსამზადებელი ჯგუფები სკოლამდელი და 1-4 კლასის ჩათვლით გაკვეთილების მომზადება ცხრილის მიხედვით.
    • • საკარნავალო გარდერობი.
    • • ინტელექტუალური, შემეცნებითი კლუბი.