ალუბლები

  • ხელოვნების სკოლა „ალუბლები“

    ხელოვნება ეხმარება ბავშვს აღმოაჩინოს თუ როგორ უნდა შექმნას ბედნიერება, სიხარული. ხატვის საშუალებით ის ბევრ ისეთ გძნობასა და თვისებას იძენს, რომელთა არც განცდა და არც შეთვისება სხვა დროს და სხვა პირობებში შეუძლებელია

    ხატვის დროს ვითარდება მხედველობითი აღქმა, მეხსიერება. მოზარდი ეცნობა ფორმებს, მიმართულებებს, ზომებს, გარემოს, ცხოველებს, მცენარეებს, უვითარდება ფანტაზია, ცნობიერება, ესთეტიური აღქმა,გემოვნება, ემოციები, უღვივდება ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, ნებისყოფა. სწავლობს, დაისახოს და შეასრულოს ამოცანა. მიიყვანოს ბოლომდე დაწყებული საქმე, დაასრულოს ნამუშევარი. ამდენად, მეტად დიდია ხატვის აღმზრდელობითი მნიშვნელობა და ბავშვზე მისი ზეგავლენაც.



    სახვითი ხელოვნება: გემოვნების ჩამოყალიბება, კულტურა, ხელის მოტორიკა, რომელიც პირდაპირ კავშირშია უნარების განვითარებაზე.

    • • ხატვა,ფერწერა,გრაფიკა (პერსპექტივი,კომპოზიცია)
    • • ძერწვა,აპლიკაცია
    • • სახვითი ისტორია
      (მითოლოგია, რეპროდუქცია, ილუსტაციები, ბიოგრაფია, საინტერესო ამბავი)
    • • ხელგარჯილობა(ორიგამი,პაპიემაშე,დეკოპაჟი)

    დეკორატიული ხელოვნება: სათამაშოები, აქსესუარები, ჩარჩოები, კედლის კომპოზიცია, სუვენირები, დეკორატიული ბოთლები, ლარნაკები....